15:22 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-24 15:07:50, 219 ნახვა

პოლიტიკა
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ

ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ - აცხადებს „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

მისი თქმით, საზოგადოებას აქვს უფლება, იცოდეს, ვის ანდობს ხელისუფლება ქვეყნის უსაფრთხოებასა და რეგიონების მართვას, ხოლო პრემიერ-მინისტრი ვალდებულია, ამ საკითხებზე მოქალაქეების კითხვებს უპასუხოს.

მეორე კაცო კობახიძევ - ვის ეხება ქვეყნის მართვა, თუ არა ქართველ ხალხს?!

ე.წ. პრემიერის თავხედობამ იქამდე მიაღწია, რომ ხალხს პირდაპირ ეუბნება, მდინარაძის საკადრო გადანაცვლებები თქვენი საქმე არ არისო. საუბარია იმ საკვანძო თანამდებობებზე, რომლებზეც ქვეყნის უსაფრთხოება და რეგიონების მართვაა დამოკიდებული.

ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ, ინსტიტუციებს ანგრევენ და ყველაფერს საკუთარ ჯიბეს უქვემდებარებენ. შემდეგ კი იმავე ხალხს, რომლის ფულითაც ცხოვრობენ, ეუბნებიან - გაჩუმდით, ეს თქვენი საქმე არ არისო!

კობახიძევ, ქვეყანა შენი და შენი პარტიის დუქანი არ არის! ვის აბარებთ ქვეყნის უსაფრთხოებას, ვის ანდობთ რეგიონების მართვას და სად მიდის ხალხის ფული - ეს სწორედ ქართველი ხალხის საქმეა!

პასუხის გაცემაც მისი ვალია, ვინც დღეს პრემიერის სკამზე ზის.

ხალხი ძალაუფლებას აუცილებლად დაიბრუნებს! თქვენ კი, ამ თავხედობით პოლიტიკური სანაგვისკენ გზას თავად იკვალავთ!, - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში. 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics