|
2020-01-29 17:57:46, 1514 ნახვა
კომენტარი
გიორგი ვაშაძე - მზად ვართ, „ქართული ოცნება“, რომელიც კორონავირუსად იქცა, ქვეყნის მართვას მოვაშოროთ
„ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს კორონავირუსად იქცა, ქვეყნის მართვას მოვაშოროთ“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქციები 4 თებერვლიდან განახლდება. „ოპოზიცია ერთიანია ამ საკითხში,ჩვენ 4-ში ვიკრიბებით პარლამენტთან, სადაც გვექნება მშვიდობიანი საპროტესტო აქცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუ „ქართული ოცნება“ შეეცდება ვადამდელი არჩევნების დანიშვნას, ესეც მინდა აბსოლუტურად ღიად ვთქვა, რომ ჩვენ მზად ვართ, „ქართული ოცნება“, რომელიც საქართველოს კორონავირუსად იქცა, მოვაშოროთ ქვეყნის მართვას. მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - დროულად მოეგეთ გონს, მთელი საერთაშორისო საზოგადოება მხარს უჭერს იმ პოზიციებს, რაც ოპოზიციას აქვს, რაც საზოგადოებას აქვს“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)