|
2020-01-29 13:08:02, 1547 ნახვა
პოლიტიკა
დეკანოიძე: ხელისუფლებას ვურჩევდი გონს მოეგოს, გავრილოვი, ლავროვი და რუსეთის სხვა დელეგაციის წევრები ქვეყანაში ვერ შემოვლენ
„ხელისუფლებას ვურჩევდი კარგად დაფიქრდეს, რადგან გავრილოვი, ლავროვი და რუსეთის სხვა დელეგაციის წევრები ქვეყანაში ვერ შემოვლენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, რუსეთის დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხის საფრთხის ქვეშ დაყენების ტოლფასია. „ეს არის დარღვევა საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხის ზოგადად, ძალიან მძიმე საფრთხის ქვეშ დაყენება. ეს არის ის შეცდომა, რისი გაკვეთილიც ვერ გამოიტანა საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისის „გავრილოვის ღამის“ შემდეგ. ამიტომ, ვურჩევდი საქართველოს ხელისუფლებას კარგად დაფიქრდეს ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებს, რადგან საქართველოს სუვერენიტეტის გაუქმებას არ დაუშვებს არავინ. გავრილოვი, ლავროვი და სხვა რუსეთის დელეგაციის წევრები, ვისაც დარღვეული აქვთ ეს კანონი რასაკვირველია, ქვეყანაში ვერ შემოვა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, მაისში ევროპის საბჭოს მინისტერიალს და ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დელეგაციებს უნდა უმასპინძლოს. არსებული ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციას სერგეი ლავროვი წარმოადგენს, რომელსაც თავის მხრივ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონი არაერთხელ აქვს დარღვეული.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)