|
2020-01-28 13:37:49, 1013 ნახვა
კომენტარი
ცქიტიშვილი ანაკლიის პორტზე - ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ინვესტორი
„ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ინვესტორი“, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ინვესტორთა გამოხატვის პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა და მასში ბევრი ახალი ცვლილება უნდა ჩაიდოს. „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყდა და ვემზადებით, რომ ახალი ინტერესთა გამოხატვა გამოვაცხადოთ, რომლის საფუძველზეც შეირჩევა ახალი ინვესტორი, რომელიც შეძლებს და ექნება საკმარისი ფინანსური რესურსი და გამოცდილება, რათა ეს პროექტი განახორციელოს. ამ ეტაპზე, ინტერესთა გამოხატვის პირობებზე მიმდინარეობს მუშაობა. წინა ინტერესთა გამოხატვა 2014 წელს გამოცხადდა, მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. უშუალოდ საინვესტიციო ხელშეკრულებაშიც კი ახალი პირობები იყო ჩამოყალიბებული. ასევე მოგეხსენებათ, ბანკებთან მოლაპარაკებების შედეგად, გარკვეულ ცვლილებებზე დათანხმდა მთავრობა. შესაბამისად, ახალ ინტერესთა გამოხატვაში ყველა ეს ცვლილება უნდა ჩაიდოს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)