|
2020-01-27 16:54:18, 2463 ნახვა
კომენტარი
ხაბეიშვილი სამმართველოს დატოვების შემდეგ - დაიმახსოვრეთ ჩემი წინასწარმეტყველება, აქედან დამნაშავე მე გამოვალ
„დაიმახსოვრეთ ჩემი წინასწარმეტყველება, აქედან დამნაშავე ხაბეიშვილი გამოვა“, - ამ სიტყვებით დატოვა პოლიციის სამმართველო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, უკვე მეოთხე დღეა რაც მას დაკითხვაზე უშედეგოდ დაატარებენ. „კალაძემ რომ ფარჩაკი მიწოდა, ნაძვის ხეზე დაგკიდებო რომ მითხრა და შეურაცხყოფა მომაყენა, რომ ვცემო და დავალურჯო ჩემს კოლეგებთან ერთად ჯგუფურად, როგორ ფიქრობთ, რა მოხდება?! რა თქმა უნდა, იქნება მყისიერი რეაგირება და მე მაშინვე დამაკავებენ ჩემს კოლეგებთან ერთად. გარდა იმისა, რომ მუხლს მომიყენებენ, რამეს 8-დან 16 წლამდე, აუცილებლად ყველა იტყვის, რომ მოხდა ძალადობის უპრეცედენტო შემთხვევა. მეოთხე დღეა მატარებენ დაკითხვაზე. საბოლოო ჯამში, ჩემი წინასწარმეტყველება დაიმახსოვროს საზოგადოებამ - მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სივრცეში ასე ტურებივით დამესივნენ და ფიზიკურად გამისწორდნენ, საბოლოო ჯამში ხაბეიშვილი გამოვა აქედან დამნაშავე",- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



