16:17 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-27 13:36:01, 1744 ნახვა

კომენტარი
ხაბეიშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ლაჩრულად გამისწორდნენ „ოცნების“ კიკბოქსიორი დეპუტატები, პოლიციას არაფერი გაუკეთებია

„მიუხედავად იმისა ,რომ ასე ლაჩრულად გამისწორდნენ კიკბოქსიორი „ოცნების“ დეპუტატები, პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ მათ წინააღმდეგ“,-ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, ის ვინც ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა - დაისაჯა, კუხიანიძეს - საპოლიციო არმია იცავდა, ისინი კი ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ თავისუფლები არიან.

„მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო,რომ ჩვენ ვნახეთ ორი ამბავია ,ერთი ის,რომ ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ის ადამიანი დაისაჯა. მე მათგან განსხვავებით ვგმობ ამ ძალადობასაც.ისინი ხო ამბობენ,რომ მე დავიმსახურე ეს გასწორება.მეორე ,საკრებულოში,როდესაც ჩემს უფლებამოსილებას ვასრულებდი კალაძის დაგეგმისა და გომელაურთან და ეს შს მინისტრთან შეთანხმების შემდეგ ლაჩრულად გამისწორდნენ .დღეს ეს ადამიაები თავისუფლები არიან ,მგონი საზოგადოება მარტივად გააკეთებს დასკვნას რატომ ხდება ასე.მიუხედავად იმისა ,რომ ასე ლაჩრულად გამისწორდნენ კიკბოქსიორი „ოცნების“ დეპუტატები პოლიციელებს არაფერი გაუკეთებიათ, ხოლო მაშინ,როცა კუხიანიძეს,სახელმწიფო მტერს,ეხებოდა საქმე მას საპოლიციო არმია იცავდა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ,თუმცა ამას არ ვიღებ რომ ეს არის ჩემი სოლიდარობის აქცია.ის ადამიანები, ვინც დღეს აქ არიან გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას“,-განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics