|
2020-01-27 13:47:53, 1917 ნახვა
კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ჩვენი გეგმაა, კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი
„გუშინ და დღეს დილიდან ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაციები ჩვენს კოლეგებთან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, ასევე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებთან და ჩვენი გეგმა არის ის, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი. ამასთან დაკავშირებით, საკითხი გამოდის დღეს პლენარულ სესიაზე და ჩვენ ერთად დავაყენებთ ამ საკითხს სესიის ფორმატში",- ამის შესახებ განცხადება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის დაწყების წინ გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, შესაბამისი განცხადება გაკეთდება ლატვიის დელეგაციის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდება, რასაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დაუჭერს მხარს. მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაიწყოს პროცედურა საკითხის გადასახედად. „ჩვენ ამ ფორმატს და ამ ტრიბუნას მაქსიმალურად გამოვიყენებთ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები გავატაროთ, შესაბამისი გზავნილები მივაწოდოთ ჩენს კოლეგებს და მეგობრებს. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეხება უპირველეს ყოვლისა ჩვენს მთავარ ეროვნულ ინტერესებს, რაც დაკავშირებულია ჩვენი რეგიონების ოკუპაციასთან, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან. ჩვენ გვექნება ასევე საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ჩვენს კოლეგებთან და მეგობრებთან. ეს პლატფორმა იქნება ძალიან აქტიურად გამოყენებული ამ ყველაფრისთვის",-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)