|
2020-01-27 13:06:08, 2376 ნახვა
პოლიტიკა
გია ჟორჟოლიანი: „ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა, მან უნდა დათმოს ხელისუფლება
„„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა, მან უნდა დათმოს ხელისუფლება“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „სოციალ-დემოკრატების“ ლიდერმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, ქვეყანა განვითარების გზით წაეყვანა, ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა. „„ქართულმა ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა, მან უნდა დათმოს ხელისუფლება. ბოლო ხანს დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან „ქართული ოცნების“ კრიტიკა და მოწოდებები, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გააუმჯობესოს ვითარება, ფუჭია. რატომ? ქართველი ხალხი ამ განცხადებების გარეშეც ხვდება არსებული ვითარების სიმწვავეს და გრძნობს პოლიტიკური ელიტის უუნარობას, გამოასწოროს ვითარება. 2012 წელს საქართველოს ისტორიაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა - დამარცხდა რეპრესიული და ავტორიტარული „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი. ამ მოვლენაში „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის დიდი დამსახურებაა, მაგრამ ამით „ოცნებამ“ თავისი მისია ამოწურა. „ოცნება“ არ იყო მოწოდებული და ვერ მოახერხა, წაეყვანა ქვეყანა განვითარების გზით, ეს იყო საპროტესტო მოძრაობა და საპროტესტო მოძრაობადვე დარჩა", - განაცხადა ჟორჟოლიანმა. როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნების" ლეგიტიმაცია ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის რვა წლის შემდეგაც, „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას. "დღეს, ხელისუფლებაში მოსვლიდან თითქმის რვა წლის შემდეგაც, ამ პარტიის ლეგიტიმაცია ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ პროტესტზე დგას. მხილება, კინკლაობა და დაპირისპირება, სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი პოლიტიკის შინაარსი. თუ გვინდა, ქვეყანა წინ წავიდეს და განვითარების გზას დაადგეს, ეს პროტესტის ხელისუფლება, პოლიტიკური ელიტა უნდა შეიცვალოს. პარტია „ქართული ოცნება“ თავის თავს ვეღარ შეცვლის, ამის რესურსი მას არ გააჩნია, ამიტომ ჩვენ, „სოციალ-დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ „ოცნების“ მისიაა, დღეს არ ჩაებღაუჭოს ხელისუფლებას და არ შეუშალოს ხელი ახალ, კონსტრუქციულ, ჯანსაღ საზოგადოებრივ ინიციატივებს ძალებს და ჯგუფებს, რომელთაც ძალუძთ, შეცვალონ 30-წლიანი მანკიერი წესრიგი, რომელიც აზარალებს ხელისუფლებას“, - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)