|
2020-01-24 14:48:36, 1769 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - ომბუდსმენს უთხრეს, რომ ის დადის მხოლოდ ოპოზიციის ლიდერ პატიმრებთან და მეორე დღეს ის ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა
„როდესაც სახალხო დამცველს უთხრეს, რომ ის დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ ჟურალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრის შესახებ მისი მედიაში გავრცელების შემდეგ გასაჯაროვდა. „ინფორმაცია სახალხო დამცველის პატიმრებთან შეხვედრების შესახებ გასაჯაროვდა მას შემდეგ, რაც მედიაში უკვე გავრცელებული იყო ეს ინფორმაცია. ზოგადად, კრიტიკა, რომელიც იუსტიციის მინისტრის მხრიდან ისმოდა სახალხო დამცველის მისამართით, შემდეგ რეალიზდა იმაში, რომ ის წავიდა და მაინც და მაინც „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე. ეს კრიტიკა ასე არ უნდა რეალიზებულიყო. თუმცა, ეს ჩემი საქმე არ არის, მე ამაზე ვერ გავაკრიტიკებ. შემიძლია, მხოლოდ ფაქტი დავაფიქსირო, როდესაც უთხრეს სახალხო დამცველს, რომ ის დადის მხოლოდ ცნობილ პატიმრებთან, ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც მსჯავრდებულები არიან, ამის შემდეგ მეორე თუ მესამე დღეს ის ისევ „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს შეხვდა სტრასბურგში გამგზავრებამდე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)