16:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 12:30:43, 1744 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი - ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი აქციების შესაწყვეტად, მაგრამ პროტესტი გაგრძელდება

„ფაქტიურად, თბილისის მერიამ ოკუპაცია გაუკეთა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას“, - ასე ეხმაურება გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისის მერიის მიერ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებას.

მაჩალიკაშვილის თქმით, ხელისუფლებას მშვიდობიანი აქციების შეწყვეტა უნდა, თუმცა პროტესტი კვლავ გაგრძელდება.

„მიხვდნენ რომ მე გუშინ ვაპირებდი აქ ბანერის დადგმას და ამიტომ, წუხელ მოვიდნენ, აიღეს ეს ატრაქციონები და ჯებირი გაუკეთეს. მე იქ ვიმყოფებოდი ღამის 4 საათამდე. ფაქტიურად, ოკუპაცია გაუკეთეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას. ხელისუფლებას ეშინია, რადგან იციან, რომ მათი საქმე წასულია და ამიტომ ყველაფერს აკეთებენ, რომ იქ აქციები არ გაიმართოს და მშვიდობიანი პროტესტი ადამიანებმა არ გამოხატონ. უბრალოდ ერთი რამ არის მტკივნეული, მთელი მსოფლიო და მთელი ევროპა ხედავს ამათ სიმახინჯეს, მაგრამ ყველაზე ცუდია, რომ დღეს ქართველი ხალხი ამაზე თვალს ხუჭავს. პროტესტი გაგრძელდება, მე გარანტიას გაძლევთ, მე ამათ დავამთავრებ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, დედაქალაქის მერიამ პარლამენტის შენობის წინ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორია ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მოწესრიგებას საჭიროებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics