16:19 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-22 11:26:38, 1671 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების წერილზე: წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები

„მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები“, - ასე ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ კრიტიკულ წერილს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვაშინგტონში მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტზე კონგრესმენებს საშუალება მიეცემათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია მიიღონ.

„მე ვფიქრობ, რომ წერილებით ურთიერთობაზე უფრო მნიშვნელოვანია პირადი კონტაქტები. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ვიზიტები, რომელიც დაიგეგმება და იგეგმება უკვე მაღალი თანამდებობის პირებისა ვაშინგტონში, იქნება კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა დაინტერესებულ პირს, მათ შორის კონგრესმენებს მიეცეთ მკაფიო, ზუსტი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ნებისმიერი სახის გამოხმაურება. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვეკიდებით მათ რეკომენდაციებს, მათ რჩევებს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ყველა კითხვაზე, რომელიც მათ აქვთ, შეიძლება ეს იყოს სუბიექტურ ინფორმაციაზე დაყრდნობილი, მაგრამ აუცილებელია, რომ იყოს გაცემული ყველა კითხვაზე პასუხი“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

შეგახსენებთ, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოთხმა კონგრესმენმა წერილი გაუგზავნა. ამის შესახებ კინზინგერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს და ამბობს, რომ მასთან ერთად წერილის ავტორები გერი კონოლი, მაიკლ მაკკოლი და ელიოტ ენჯელი არიან.

გახარიასათვის გაგზავნილ წერილში ამერიკელი კონგრესმენები საქართველოში პოლიტიკური მოტივით დევნისა და ეკონომიკური ვარდნის ტენდენციის გამო, შეშფოთებას გამოთქვამენ.  





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უძილაურის ოჯახის ახლობელი: ეს არის ევროპაზე დარტყმა და გიორგი ამ თემაში დაახურდავეს
ოცნების საგარეო მინისტრი ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალ პატრიარქს აირჩევენ, 11 მაისს გაიმართება
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა შეჩერებულია - 300 არაგველზე მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics