|
2020-01-22 10:54:29, 1074 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ჯანდაცვითი პროექტია
ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში უკვე განიკურნა 65 000 პაციენტი. გამოვლენილია 82 000 ქრონიკული ცე ჰეპატიტით დაავადებული ადამიანი. პროგრამა გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა არც ერთი ჯანდაცვითი პროექტი, რომელსაც ამდენი ადამიანის სიცოცხლე გადაურჩენია. პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა, წარსულთან შედარებით, სრული კონტრასტი შექმნა და ცე ჰეპატიტის პროგრამის დაწყებით, საქართველო დაავადებასთან ბრძოლაში გლობალური ლიდერი გახდა. „ცე ჰეპატიტის პროგრამა მომზადდა და დაიწყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში, პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით. ექიმებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აშშ-ის მთავრობასთან თანამშრომლობით შევძელით ამ წარმატებული პროგრამის განხორციელება. რაც მთავარია, ამ პროგრამით სარგებლობს აფხაზეთის მოსახლეობაც, რაც არის უმნიშვნელოვანესი. საქართველოში სადღეისოდ ნამკურნალებია ან მკურნალობს უკლებლივ ყველა ცე ჰეპატიტით ავადმყოფი, ვინც იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ და ვისაც მკურნალობის სურვილი ჰქონდა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა პროგრამის ეკონომიკურ ეფექტზეც და აღნიშნა, რომ საქართველომ სწორ დროს სწორი აქცენტი გააკეთა. „82 000 ადამიანის მკურნალობას 5.74 მილიარდი დოლარი დასჭირდებოდა, რაც საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტს აღემატება. ეს ჩვენ შევძელით იმით, რომ საქართველომ პირველმა, ყველაზე სწორ დროს გააკეთა აქცენტი ადამიანის უფლებებზე, ცე ჰეპატიტთან ბრძოლაზე და ჩვენ გავხდით ის ქვეყანა, რომელსაც აშშ-ის მთავრობამ და კომპანია „გილეადმა“ ნდობა გამოუცხადა“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით და სიცრუეა, თითქოს პროგრამა „ჩავარდა“ და ვადებში ვერ აღწევს მიზანს. „საქართველო არის გლობალური ლიდერი მსოფლიოში ცე ჰეპატიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. 2019 წელს საქართველომ პირველმა და ჯერჯერობით ერთადერთმა მსოფლიოში მიიღო ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის სანიმუშო ქვეყნის (Centre of Excellence in Viral hepatitis Elimination) საპატიო წოდება. პროგრამის „ჩავარდნისთვის“ და „ჩაფლავებისთვის“ ასეთ მაღალ ჯილდოს ქვეყნებს არ ანიჭებენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)