|
2015-07-28 14:23:22, 745 ნახვა
საზოგადოება
როშკა–არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა
პირიქითა ხევსურეთში, როშკა–არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობაზე ტენდერი თავიდან გამოცხადდა. როგორც „ექსპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, მანამდე გამოცხადებულ ტენდერში არც ერთ კომპანიას არ გაუმარჯვია. „არც ერთ კომპანიას არ აღმოაჩნდა სათანადო გამოცდილება და ვერც ერთმა პრეტედენტმა ვერ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა“, – აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. განმეორებითი ტენდერი მიმდინარე წლის 21 ივლისს გამოცხადდა და 11 აგვისტოს დასრულდება. უწყების ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ, ტენდერში ისეთი კომპანია გაიმარჯვებს, რომელიც შესაბამის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, როშკა–არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყება. „ვფიქრობთ, ამ ყველაფერს სექტემბრიდან დავიწყებთ. ტენდერი უკვე გამოცხადებულია, მაგრამ კომპანია თუ ღირსეული არ იქნება და იმის პირობა თუ არ ექნება, რომ ის ნამდვილად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას... მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ. იმედი გვაქვს, ღირსეული კომპანია შემოვა ამ ტენდერში და გაიმარჯვებს“, – განუცხადეს „ექსპრენიუსს“ ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ცნობისთვის, იგეგმება როშკა–არხოტის უღელტეხილის დამაკავშირებელი გზის, სოფელი ამღას საავტომობილო გზის მონაკვეთისა და სოფლების ახიელი–ჭიმღას დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მშენებლობა. ამ დროისთვის პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობს და ადგილობრივებმა მხარე უგზოობისა და პირობების არ ქონის გამო დატოვეს. არხოტში დაახლოებით 4 ოჯახი ცხოვრობს, გზის მშენებლობის შემთხვევაში კი, მშობლიურ მხარეში დაბრუნების მზაობა 30–ზე მეტმა ოჯახმა გამოთქვა. უგზოობის გამო, ტურისტები როშკიდან არხოტში გადასასვლელად ცხენის დასაქირავებლად, დღეში, 250 ლარს იხდიან. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი სოფელი ჯუთიდან არხოტში გადასასვლელად, კი ცხენის დაქირავება ,დღეში, 500 ლარი ღირს.
სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთი და აშშ პარტნიორები უნდა იყვნენ და არა მეტოქეები
ირანის ბლოკადის აღდგენის შემდეგ თეირანთან დაკავშირებული დაკავებული სავაჭრო გემების რაოდენობამ 115-ს მიაღწია.
თბილისის 21-ე სკოლაში რამდენიმეკვირიანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება, რის შემდეგაც სწავლა იმავე შენობაში განახლდება
შსს - კახეთში 100 კგ-მდე კანაფი ამოიღეს, დაკავებულია 3 პირი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)