08:07 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-20 13:32:13, 1441 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი: პრაქტიკამ აჩვენა, რომ კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა მიზანშეწონილია

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა“, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახიანმა აღნიშნა, სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან არანაირი კავშირი არ აქვს.

„სამინისტროს გაყოფას სახელმწიფო ბიუჯეტთან კავშირი არ აქვს. არ მგონია, რომ სამინისტროების გაერთიანებამ ბიუჯეტში შეღავათების თვალსაზრისით დიდი ხეირი დაგვანახა. ამიტომ იმაზე საუბარი, რომ კულტურის სამინისტროს გაყოფა შეიძლება უკავშირდებოდეს დამატებით საბიუჯეტო სახსრებს არარელევანტურია. 

სწორი მენეჯმენტი და უფრო მოქნილი მართვა – ეს იყო სამინისტროების გაერთიანების ერთ-ერთი მთავარი მიზანი, თუმცა თუ პრაქტიკამ აჩვენა, რომ დღეს მიზანშეწონილია კულტურის სამინისტროს ცალკე არსებობა, ეს გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ”, – განაცხადა კახიანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics