|
2020-01-20 12:36:49, 1354 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და პეტერ მიკისკამ შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჩეხ დიპლომატს ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის და თავდაცვის შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს მთავრობისთვის საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. მინისტრის განცხადებით, საქართველო განაგრძობს ეფექტურ პრაქტიკულ თანამშრომლობას ყველა საჭირო მექანიზმის გამოყენებით, რაც ხელს უწყობს თავდაცვის ტრანსფორმაციას და ალიანსში გასაწევრიანებლად საქართველოს მომზადებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ჩეხეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა აქტიურად ვითარდება და ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)