|
2020-01-17 16:23:44, 3045 ნახვა
კომენტარი
ციხელაშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე: სამშვიდობო პროცესებში დიალოგს ალტერნატივა არ აქვს
,,ჩვენი ამოცანა დღეს არსებული მძიმე მდგომარეობის, კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე შემსუბუქება და ნდობის მშენებლობაა",- ასე გამოეხმაურა საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ. მინისტრის თქმით, ხელისუფლება ბოლო პერიოდში, არაერთ ნაბიჯს დგამს აფხაზეთის რეგიონთან კონტაქტების გასაფართოვებლად. "მინდა კიდევ ერთხელ გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც ბოლო პერიოდში აფხაზეთის რეგიონში განვითარებულ მოვლენებს და გარკვეულ გზავნილებს უკავშირდება. კერძოდ, ქართული მხარის სახელმწიფოს მზაობაზე, რა თქმა უნდა, აფხაზური საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის თაობაზე. ეს არ არის სიახლე ჩვენი პოლოტიკისთვის და არაერთხელ გახლავთ გაცხადებული. ბოლო პერიოდში არა ერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომ ეს დიალოგი და კონტაქტები გაფართოვდეს. თუკი იქნება ამის მზაობა ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, რადგან დიალოგს სამშვიდობო პროცესებში არ აქვს ალტერნატივა. რაც შეეხება ფორმებს და ფორმატებს აქ არსებობს ძალიან დიდი სივრცე და მოქნილობა. ჩვენ წარსულშიც გვქონია გამოცდილება, არსებობს სხვადასხვა პრაქტიკები და ეს ყველაფერი არის ძალიან მოგვარებადი. არსებობს გარკვეული კონტაქტები მიმდინარე რეჟიმებში და ჩვენ ვისურვებდით ეს კონტაქტები და დიალოგი გახდეს უფრო ფართო და მეტი შინაარსით დატვირთული. რაც შეეხება თემებს, აქაც ძალიან მოქნილი სივრცე არსებობს. საერთოდ, ჩვენი ჩართულობის, შერიგების პოლიტიკის და მათ შორის ახალი სამშვიდობო ინიციატივის ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ ღერძი გახლავთ ის, რომ ისეთ საკითხებზე როგორიცაა, ეკონომიკური კავშირები, სავაჭრო კავშირები ხალხთა შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ, ასევე განათლება, ჯანდაცვა, სოფლის მეურნეობა, გარემო, თემები, რომლებიც პირდაპირ აისახება მოსახლეობის მდგომარეობაზე, აქ არის სივრცე დიალოგისთვის. პირველი ამოცანა არის ის, რომ დღეს არსებული საკმაოდ მძიმე მდგომარეობა შემსუბუქდეს კონფლიქტის სრულმასშტაბიან მოწესრიგებამდე, ეს ჩვენი მოსახლეობაა და ბუნებრივია ჩვენი ინტერესია, რომ მათ გავუზიაროთ ყველა შესაძლებლობა რაც საქართველოს სხვა მოქალაქეებს აქვთ და იცით, რომ ამას ვაკეთებთ. მეორე არის რა თქმა უნდა ნდობის მშენებლობა, შერიგება ჩვენს საზოგადოებებს შორის იმიტომ, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა მშვიდობისთვის", - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
|
რედაქტორის რჩევით
ჩემი უკანასკნელი იმედი მოკვდა — რატომ მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მიერ სუროგაციის სრული აკრძალვა ცუდ გადაწყვეტილებად?
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
ომი უკრაინაში
კიევის ოლქში რუსული დრონის თავდასხმის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



