08:00 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-17 14:12:44, 2369 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა შოთაძის პროკურორად დაბრუნება ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ივანიშვილის სირცხვილია

„შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

უგულავას თქმით, ივანიშვილი საცოდავ დღეშია და მასთან ნორმალურ ადამიანს მუშაობა აღარ უნდა, რაზეც მიუთითებს შოთაძის პროკურატურაში დაბრუნება.

„შოთაძის პროკურორად დაბრუნება არის ქვეყნის, „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის სირცხვილი. უბრალოდ ეს ხალხი უსირცხვილოა, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ სათადარიგოთა სკამი „ქართულ ოცნებას“ ძალიან მოკლე აქვს, მიუთითებს იმაზე, რა საცოდავ დღეშია ივანიშვილი. რამხელა ფულის, რესურსების პატრონია და ნორმალური ადამიანი ვერ იპოვა, ვერ დაითანხმა, რომ პროკურორი გახდეს. ასეთ კრიზისშია, ნორმალურ ადამიანს მათთან მუშაობა აღარ უნდა. ამ ადამიანის მთავარი პროკურორობის დროსაც პროკურატურამ ჩაიდინა დადასტურებული დანაშაული, მხედველობაში მაქვს სარალიძის, აფგან მუხთარლის, მაჩალიკაშვილის მკვლელობის არ გამოძიება და კიდევ რამდენი საქმე შეიძლება ჩამოვთვალოთ, რომლის არ გამოძიება ან  გამოძიების გაყალბება ამ ადამიანის მფარველობით არ განხორციელდა. ეს ადამიანი უკან ბრუნდება, რომ კვლავ დაიკავოს პროკურორის თანამდებობა“ ,- განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics