|
2020-01-16 18:12:39, 2271 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე გენერალური პროკურორობის კანდიდატზე: ირაკლი შოთაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ
„ირაკლი შოთაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ“, - ასე ეხმაურება უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე, გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. მისი თქმით, შოთაძემ თავის დროზე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ყველა სკამი და ყველა თანამდებობა დროებითია. „თავის დროზე, ასევე ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. თუ ვიღაცას მაინც უჩნდებოდა მის მიმართ კითხვა, რომ ის ხელს შეუშლიდა ხორავას ქუჩის საქმეზე გამოძიებას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება. თავისი გზავნილით თქვა, რომ ყველა სკამი და ყველა თანამდებობა არის დროებითი და თანამდებობის დატოვება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. როდესაც იქ ყველაფერი გარკვეულია, როდესაც გამოძიება მიდის და კითხვის ნიშნები პრაქტიკულად აღარ არსებობს, მან, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ ისევ იყოს კანდიდატი ამ თანამდებობაზე. ჩემი აზრით, ის არის ღირსეული როგორც კანდიდატი და როგორც ადამიანი. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი და მე მას მხარს დავუჭერ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, 2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)