|
2020-01-16 16:19:55, 1271 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი გენერალური პროკურორობის კანდიდატზე: ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ
„ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ“, - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი, გენერალური პროკურორის პოსტზე ყოფილი გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის კანდიდატურას. მისი თქმით, შოთაძე ის ადამიანი იყო, რომელიც სწორად წარმართავდა საქმიანობას და ძალიან ბევრი საქმე აქვს გახსნილი. „ეს იყო ადამიანი, ვინც სწორად წარმართავდა საქმიანობას, ძალიან ბევრი საქმე არის გახსნილი. სამწუხაროდ, რაღაც თემებია, რომელიც, რატომღაც, არა მარტო პროკურატურის, არამედ ნებისმიერ სხვა სფეროში პრივალირებს, ვინაიდან პოლიტიკური დაძაბულობა საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება მის გადადგომას, ვფიქრობ, იმ პერიოდში სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მე პირადად ამას არ ვეთანხმებოდი, ვინაიდან მიმდინარეობდა საპარლამენტო კომისიაში მსჯელობა. მას პირადად როგორც უკვე გამოჩნდა, არათუ დანაშაული მიუძღოდა არამედ, პრაქტიკულად, სათანადო დონეზე წარმართა გამოძიება. ასე რომ, ირაკლი შოთაძეს, მე პირადად, მხარს დავუჭერ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე „საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა“ საპროკურორო საბჭოს ირაკლი შოთაძის კანდიდატურა წარუდგინა. ირაკლი შოთაძე, რომელიც ერთხელ უკვე იკავებდა გენერალური პროკურორის თანამდებობას, 2018 წლის 31 მაისს პოსტი დატოვა. მის გადადგომას წინ უძღოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის ოჯახისა და მისი მხარდამჭერების აქციები გამოძიების პროცესში არსებული დარღვევების გასაპროტესტებლად.
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
შსს ენმ-ს აქციაზე - მოვუწოდებთ, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ნორმებს
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)