15:45 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-16 12:53:43, 1327 ნახვა

კომენტარი
რომან გოცირიძე NDI-ს კვლევაზე: „ქართული ოცნების“ რეიტინგი ფსკერისკენ მიექანება

„ „ქართული ოცნების“ რეიტინგი მიექანება ფსკერისკენ“, - ასე აფასებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ხვალ რომ არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% ხმას „ქართულ ოცნებას“, ხოლო 13% „ნაციონალურ მოძრაობას“ მისცემდა.

გოცირიძის შეფასებით, უკიდურესად დაბალია ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, თუმცა კარგია რომ ევროკავშირისა და ნატოსადმი დამოკიდებულება ძლიერდება.

„უკიდურესად დაბალი არის ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი. ქართული ოცნების რეიტინგი მიექანება ფსკერისკენ. ოპოზიციის ჯამური რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება ქართული ოცნების რეიტინგს. არავის სჯერა, რომ შეიძლება ქვეყანა, ეკონომიკა, სწორი მიმართულებით განვითარდეს. კარგი არის ის, რომ ძლიერდება დამოკიდებულება ევროკავშირისა და ნატოსადმი“, - განცხადა რომან გოცირიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics