|
2020-01-14 14:39:35, 1648 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი განსაკუთრებული დამსახურებისთვის დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს - თეიმურაზ მღებრიშვილს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებული დამსახურებისთვის I ხარისხის მედლით დააჯილდოვა. თეიმურაზ მღებრიშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელად 2018 წლის ბოლოს დაინიშნა. 2019 წლიდან სამსახური კვლავ შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაში დაბრუნდა. სისტემური განახლების პროექტის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების სამსახურში ინფრასტრუქტურული რეფორმა გრძელდება. საგანგებო სიტუაციების სამსახურს 30 ახალი, გერმანული წარმოების, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სახანძრო მანქანა გადაეცა, რომლებიც თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ბორჯომში, ზუგდიდში, რუსთავსა და სიღნაღში განაწილდა. აქტიურად გრძელდება სოციალური პროექტებიც, რომლების ფარგლებშიც, მიმდინარე წელს საგანგებო სიტუაციის მართვის სამსახურის თანამშრომლებს ხელფასი გაეზრდებათ. ასევე, მოხდება მეხანძრე-მაშველების კვებით უზრუნველყოფა. თეიმურაზ მღებრიშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრს მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)