|
2020-01-14 14:35:36, 1446 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს, უარი თქვას ოკუპაციაზე
„პროვოკაციები, რომელსაც ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, არის წინააღმდეგობაში საერთაშორისო სამართალთან, საქართველოს კანონმდებლობასთან და თანამედროვეობასთან. ამიტომ, რუსეთის ფედერაციას აუცილებლად მოუწევს, რომ უარი თქვას ოკუპაციაზე“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ჩორჩანასთან უკანონო ინსტალაციების აღმართვას. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მავთულხლართების კედლები თანდათან სულ უფრო შეუთავსებელი გახდება თანამედროვეობასთან და დაიშლება. „ჩვენ აღვადგენთ ურთიერთობებს, აღვადგენთ ხიდებს აფხაზებთან, ოსებთან, საქართველო გაერთიანდება და ჩვენი თანამოქალაქეები და ადამიანები, რომლებიც ამ რეგიონში ცხოვრობენ აუცილებლად მიიღებენ ყველა იმ სიკეთეს, რომელიც აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს. ჩვენი ამოცანა არის რომ საქართველომ შეინარჩუნოს უსაფრთხოება, შეინარჩუნოს მშვიდობა და გავაკეთოთ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური მობილიზაცია და მივიღოთ ყველა ზომა, რომელიც შესაძლებელია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთაან შეთანხმებით. საქართველო არანაირ პროვოკაციაში არ შევა და ასევე არავითარ დათმობაზე არ წავა თავისი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე“,- განაცხადა თალაკვაძემ. შეგახსენებთ, სოფელ ჩორჩანას მიმდებარედ, საოკუპაციო ძალებმა უკანონო ინსტალაციები აღმართეს. როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, მიმდინარეობს კონსულტაციები საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა უმოკლეს ვადებში გაიმართოს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება კვლავ მკაცრად მოითხოვს სოფლების ჩორჩანასა და წაღვლს შორის არსებული ტყის მასივიდან უკანონოდ აღმართული ინსტალაციების დემონტაჟს.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)