07:59 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-13 22:20:29, 2183 ნახვა

პოლიტიკა
საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით -სალომე ზურაბიშვილს გურიაში ლობიოთი და მჭადით დახვდნენ

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გურიაში მის დასახვედრად დაგეგმილ პერფორმანსზე თქვა, რომ პროტესტის პროტესტი არასდროს ექნება. მან აღნიშნა, რომ კალანდობა პოლიტიკური დღე არაა, ეს საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც ყველამ ერთად უნდა იზეიმოს.

"მშვიდი წელი იყოს, ერთმანეთს არ ვეჯაჯგუროთ, ვიყოთ ერთიანნი, რაც არ უნდა განსხვავებული იყოს  ჩვენი შეხედულებები, ერთმანეთის მიმართ ვიყოთ სიყვარულით, რადგან ეს არის ამ ქვეყნის ძალა, რომელიც მოდის საუკუნეების მანძილზე. ძალიან ბევრი გავიარეთ, ბევრს გავივლით, მაგრამ ვერ გავივლით, თუ არ გვექნება შიგნით, ჩვენში ეს განცდა, რომ რაც არ უნდა ერთმანეთისგან განსხვავებულობა იყოს, მაინც გვაქვს უფრო მეტი საერთო, ვიდრე დასაყოფი. ამას გთხოვთ ჟურნალისტებსაც, მე იმას კი არ გთხოვთ, რომ  არ გამაკრიტიკოთ, მიდით და მაკრიტიკეთ, მაგრამ ვიცოდეთ, რომ ჩვენ ერთიანი მიზანი გაგვაჩნია, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული და მინდა, ერთად ვიყოთ ამაში დარწმუნებული“ ,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან ერთად გურიაში, ოზურგეთის სოფელ დვაბზუში იმყოფება, სადაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ლობიოთი, მჭადით და პრასით დახვდნენ.
 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics