|
2020-01-13 10:12:23, 1699 ნახვა
სამართალი
დღეს, საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებულების სასამართლო სხდომა გაიმართება
დღეს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 დეკემბერს პარლამენტის შენობასთან დაკავებულთა სასამართლო სხდომა გაიმართება. ზუკა ბერძენიშვილი, ბექა კოკაია, გიორგი მუმლაძე, ლაშა ბურდული და ზურაბ მჟავანაძე პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მათ პარლამენტის წინ მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თორნიკე მამალაძის მიერ განთავსებული კარვების აღება გააპროტესტეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავებულებს წვრილმან ხულიგნობასა (ასკ-ის 166-ე მუხლი) და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას (ასკ-ის 173-ე მუხლი) ედავება. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ივანე აღნიაშვილი განიხილავს. პირველ სასამართლო სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მტკიცებულებათა მოპოვებისა და მათი სასამართლოსთვის წრდგენის მიზნით საქმის განხილვა სხვა დროისათვის გადადო.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)