|
2020-01-10 13:53:34, 2545 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია ოკუპირებული აფხაზეთის მოვლენებზე: ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა
„ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა“, - ასე ეხმაურება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს. მისი თქმით, უმრავლესობისთვის პრიორიტეტულია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვა. „ეს არის საოკუპაციო ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობა, ისევე, როგორც ყველა სხვა უკანონობა. ჩვენთვის ყველაზე მთავარი არის მოქალაქეების უსაფრთხოება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანები ჩვენი მოქალაქეები არიან, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა. ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტულია მათი უფლებების დაცვა“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციის მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავენ. გუშინ აქციის მონაწილეები, დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიჭრნენ. მომიტინგეები ე.წ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ბათილად ცნობას და დე ფაქტო პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვენ. მოგვიანებით ე.წ. პრეზიდენტმა ადმინისტრაცია დატოვა, თუმცა განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას არ აპირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)