|
2020-01-08 13:54:11, 3175 ნახვა
სამართალი
„ლელო“ ითხოვს, მურად წურწუმიას გარდაცვალების საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა გამოიძიოს
„ხელისუფლება კვლავ ცდილობს ასეთი მძიმე და ტრაგიკული შემთხვევის შემდეგაც კი, თვალში ნაცარი შემოგვაყაროს, რომ თითქოს მართლმსაჯულება აღსრულდება, მაგრამ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ნათელ მცდელობს, რომ ეს საქმეც ჩაიფარცხოს “, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა მურად წურწუმიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქმეს არა შინაგან საქმეთა სამინისტრო, არამედ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უნდა იძიებდეს. „მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ის, რომ გამოძიებას დღეის მდგომარეობით აწარმოებს არა ის უწყება, რომელიც ამ ტიპის საქმეებს იძიებდეს და არა იმ კვალიფიკაციით, რომელიც ამ მკვლელობას უნდა მიენიჭოს, არამედ სულ სხვა უწყება, რომელსაც დადასტურებული აქვს წლების განმავლობაში, ამ შემთხვევაში პროკურატურას, რომ პროკურატურა არ იძიებს და ყოველთვის ხელს აფარებს სამართალდამცავ ორგანოებს. ამ საქმეს არა პროკურატურა, არამედ სახელმწიფო ინსპექტორი უნდა იძიებდეს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა. „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი, კახა კოჟორიძე აცხადებსმ რომ გამოძიება წამების მუხლით უნდა დაწყებულიყო. „ყველა ასეთ საქმეში ჩვენ ვხედავთ სისტემურ პრობლემას და ამიტომაც განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით და ვსწავლობთ თიტოეულ ამ ქეისს. გამოძიება მიმდინარეობას უფრო მსუბუქი მუხლებით, ვიდრე იმ ქმედების შემადგენელობაა, რაზეც დღეს ჩვენ ვსაუბრობთ. ჩვენი შეფასებით, ჩემი, როგორც იურისტის შეფასებით, აქ გამოძიება უნდა დაწყებულიყო წამების მუხლით, ამის ნიშნები არის, რასაც მოჰყვა სიცოცხლის მოსპობა“,- განაცხადა კახა კოჟორიძემ. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ღამის საათებში, ე.წ. „დამპალოს“ სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა და ფოფხაძის მეგობარი, რომელსაც ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ცნობისთვის, გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს, საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)