|
2020-01-08 13:28:45, 2922 ნახვა
სამართალი
სასაფლაოზე გარდაცვლილი ახალგაზრდის დედა აცხადებს, რომ დამნაშავეებმა კვალის წაშლა სცადეს
„მარტო სიკვდილის დანაშაული არ არის, ბავშვი შეიყვანეს გაწმინდეს, ორი კაცი ხო იყო, ორმა ხო გაწმინდა ჩემი შვილი, რომ მაგათი ხელი არ დამჩნეოდა“,- ამის შესახებ „დამპალოს“ სასაფლაოზე დაპირისპირებისას მოკლული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის დედამ, ელისო წურწუმიამ განაცხადა. წურწუმია საქმის ობიექტურად გამოძიებას და დამნაშავეების უმკაცრესად დასჯას ითხოვს. „მათი ხელიდან ჩემი ორივე შვილი მკვდარია. ის რომ ცოცხალია არაფერს ნიშნავს, მათი ხელიდან ჩემი ორივე შვილი მკვდარია და უნდა დაისაჯონ. ისიც არა რომ ციხეში ჩასვან 4-7 წელი, ან მუდმივი პატიმრობა ან თავი მოიკლან“,- განაცხადა ელისო წურწუმიამ. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ღამის საათებში, ე.წ. „დამპალოს“ სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა და ფოფხაძის მეგობარი, რომელსაც ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ცნობისთვის, გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს, საქალაქო სასამართლომ გუშინ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)