16:15 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-08 11:26:54, 2956 ნახვა

კომენტარი
ზალკალიანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე: ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა იმ ოჯახებს, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ირანში უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას „ტვიტერზე“გამოეხმაურა.

მინისტრი მომხდარის შესახებ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს.

„საქართველო ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით ღრმა მწუხარებას გამოთქვამს. ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა იმ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი საყვარელი ადამიანები ამ საშინელი ტრაგედიის შედეგად დაკარგეს“, - წერს ტვიტერზე დავით ზალკალიანი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების კუთვნილი ბოინგ 737-ის ტიპის თვითმფრინავი, რომელიც რეისს კიევის მიმართულებით ასრულებდა, აფრენიდან ორ წუთში ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 180-მდე პირი დაიღუპა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics