|
2020-01-07 19:01:45, 3600 ნახვა
კომენტარი
გარდაცვლილი ახალგაზრდის ძმა: ეპილეფსია ჰქონდა, ჩხუბის დროს გაითიშა და თავში ურტყეს
„ჩემს ძმას ჰქონდა ეპილეფსია, ჩხუბის დროს გაითიშა, ურტყეს და ურტყეს თავის არეში“,- ამის შესახებ „დამპალოს“ სასაფლაოზე დაპირისპირებისას ნაწამები და მოკლული 24 წლის ახალგაზრდა მამაკაცის ძმამ, დიმიტრი წურწუმიამ „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მისი ძმები მანქანის გატაცებას არ აპირებდნენ, რადგან როდესაც მიხვდნენ, რომ მანქანა სხვას ეკუთვნოდა, თავად გააჩერეს. "როცა მივიდნენ საფლავზე, იდგა მანქანა დაქოქილი, გათბობა ჩართული, ოღონდ კაციშვილი არ იჯდა. მანქანაში ჩასხდნენ, გაწიეს სადღაც 10-15 მეტრი და უკვე რომ მოვიდნენ აზრზე, რომ სხვისი მანქანა იყო, გააჩერეს და გადმოვიდნენ. ისინი უკნიდან დაესხნენ თავს და დაუწყეს ცემა. შემდეგ წამოიყვანეს ეს ჩემი ძმა. ჩემს ძმას ჰქონდა ეპილეფსია, ჩხუბის დროს გაითიშა და ურტყეს და ურტყეს თავის არეში. ამ მეორეს დაჭერას აპირებდნენ, მაგრამ ზემოდან არის დარეკილი, რომ ჩახსნეს ამის დაჭერა. ჩემს ძმებს თუ რამე დანაშაული ჰქონდათ, თვითონ პოლიციელი იყო, მოეკიდა ხელი, დაერეკა პოლიციაში და ჩაებარებინა, არ მერჩივნა ციხეში მჯდარიყო, ვიდრე მკვდარი მყავს აქ?!“, - განაცხადა დიმიტრი წურწუმიამ. შეგახსენებთ, რომ 2 იანვარს, ღამის საათებში, ე.წ. „დამპალოს“ სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფიზიკური დაპირისპირების დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უკვე ყოფილმა თანამშრომელმა, ზურაბ ფოფხაძემ მურად წურწუმიას მიაყენა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებები, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია. ასევე ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის ძმა და ფოფხაძის მეგობარი, რომელსაც ბრალი ამ დრომდე არ წარდგენია. ცნობისთვის, გარდაცვალების ფაქტზე დაკავებულ ზურა ფოფხაძეს, საქალაქო სასამართლომ დღეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)