|
2020-01-07 17:17:46, 2832 ნახვა
კომენტარი
მეუფე პეტრე - დავით გარეჯთან დაკავშირებით პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადება საპატრიარქოსთან იყო შეთანხმებული
ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დავით გარეჯში ვიზიტისას საზღვრის დემარკაციის შესახებ გაკეთებული განცხადება საპატრიარქოსთან იყო შეთანხმებული. „ჩემთვის ცნობილია, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა უპასუხისმგებლო განცხადება გააკეთა დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიის დემარკაციასთან დაკავშირებით, რომელსაც დღემდე სავალალო და მოუგვარებელი პრობლემა მოჰყვა. კი თქვა, რომ ეს მისი პასუხისმგებლობაა, თუმცა მე ვიცი, რომ საპატრიარქოს კონსულტაციის შედეგად მოხდა ამ საკითხის წამოწევა მაგრამ რა მივიღეთ? უკვე საქართველოს მოქალაქე დაღუპული თუ დაჭრილი და ერთი მონასტერი უკვე ფაქტიურად არაკონტროლირებადი არის ჩვენს მიერ. კი აიღო პასუხისმგებლობა, მაგრამ ვინ მოსთხოვა, იმპიჩმენტის საკითხი დააყენეს? მე მაქვს ასეთი ინფორმაცია, რომ საპატრიარქოსთან კოსულტაცია იყო, როდესაც მან დავით გარეჯთან დაკავშირებით გააკეთა განცხადება. ვიცი რომ საპატრიარქოს დავით გარეჯთან ჰქონდა მოუგვარებელი პრობლემა საზღვართან მიმართებაში და პრეზიდენტი რომ ჩავიდა იქ, მამებს შეხვდა და ა.შ, ეს შეთანხმებული იყო, ჩემთვის როგორც ცნობილია, საპატრიარქოსთან“,- განაცხადა მეუფე პეტრემ. შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის 20 აპრილს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულა და განაცხადა, რომ აუცილებელია, ძეგლის აღდგენაზე მუშაობა დაიწყოს. მანვე აღნიშნა: „სასწრაფოდ უნდა მოვაგვაროთ საზღვრის დადგენის საკითხი, რომელიც ვეღარ ითმენს. პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში სასულიერო პირები და მრევლი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მისვლას ვეღარ ახერხებდნენ. აზერბაიჯანული მხარის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს საზღვარზე რამდენჯერმე დაპირისპირებაც მოჰყვა.
ComCom-ი კვლავ ჩაერია ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობაში და „ფორმულა" 10,000 ლარით დააჯარიმა
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
საქართველოს საზღვართან 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ბრიტანეთის მიერ სანქცირებულთა ახალ სიაში ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ლიდერებიც მოხვდნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)