15:45 - 24 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-01-07 15:38:57, 2598 ნახვა

კომენტარი
გრიგოლ მანდარია: გუდაურში შედეგები მიღწეულია, ბაკურიანის რამდენიმე სასტუმროს წყალმომარაგება უახლოეს პერიოდში აღუდგება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალი ხელმძღვანელის, გრიგოლ მანდარიას განცხადებით, გუდაურში შედeეგები მიღწეულია.

რაც შეეხება ბაკურიანს, მისი თქმით, მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები, რომ  იმ ადგილებში, სადაც იყო წყლის მიწოდების პრობლემა, უახლოეს პერიოდში წყალმომარაგება სულად აღუდგეს.  

„კომპანია რამდენიმე დღეა  ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს, ამ დღეებში შექმნილი პრობლემების აღმოსაფხრელად.  გუდაურში წყალმომარაბების კომპანიის ტექნიკური ჯგუფის 24 საათიანი მუშაობის შედეგად, გაზრდილია წყლის დებიტი და შედეგად, ,,რედკოს დასახლება-ში“ წყალმომარაგება აღდგენილია. ასევე, დაგეგმილი გვაქვს ალტერნატიული ქსელის მოწყობა, რომ თავიდან ავიცილოთ მზგავსი ტიპის გართულებები“, - განაცხადა გრიგოლ მანდარიამ.

მანვე აღნიშნა, რომ გუდაურსა და ბაკურიანში კრიზისი ამ ეტაპზე გადალახულია და ეს კრიზისი  იმ მენეჯმენტის პირობებში მოგვარდა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიას დღევანდელ დღემდე ჰყავდა.

,,დღეს, უბრალოდ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ და ახალ საფეხურზე გადავიყვანოთ წყალმომარაგების კომპანია. არსებული პრობლემა  გამოწვეულია მშრალი კლიმატური პირობებით, რამაც გავლენა იქონია  დებიტის შემცირებაზე. გამომდინარე აქიდან, შეიქმნა მოულოდნელი სიტუაცია და ვერანაირი კონპანია ან თუნდაც ხელმძღვანელი წინასწარ ვერ გათვლიდა ამ შედეგს. ჩვენ ვაპირებთ, როგორც გუდაურში ასევე ბაკურიანში დეველოპერებთან მუდმივ კომუნიკაციას, იმისთვის რომ დავეხმაროთ და ერთობლივად განვახორციელოთ მასშტაბური პროექტები საკურორტო ზონებში“, -აცხადებს წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელი.   





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კუპრაძე - ეს არის „ქართული ოცნების“ მაფიოზური წესრიგი. სახელმწიფო თანამდებობებს საკუთარ ვიწრო წრეებში ინაწილებენ, ხალხის ბიუჯეტს ძარცვავენ
აუდიტის სამსახურმა 2026 წლის ბიუჯეტის ცვლილებებში რამდენიმე რისკსა და ხარვეზზე მიუთითა
40%-მდე ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე - „თეგეტა მოტორსში“ Black Friday დაიწყო
თიბისი, ბიზნეს ბარათით გადახდებზე, მომხმარებლებს 500 ლარის ქეშბექს სთავაზობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics