|
2020-01-06 15:38:26, 2249 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: თუ ლავროვი ჩამოვა, საქართველოში პროტესტი დახვდება
„თუ ლავროვი ჩამოვა, საქართველოში მას დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მას არ აქვს ინფორმაცია, აპირებს თუ არა სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას. „სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრზე ნამდვილად ვერ გეტყვით, სად ჩავა და სად არა. საქართველომ ჩაიბარა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობა, შესაბამისად, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რაც ტრადიციულად თავმჯდომარეობის ფარგლებში ტარდება თავმჯდომარე ქვეყნების მიერ, ის ღონისძიებები ჩავატაროთ საქართველოში, მათ შორის არის მინისტერიალი. ჩამოვა თუ არა ამ შეხვედრაზე სხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, მე ამაზე ნამდვილად ვერ გიპასუხებთ. თუ ის ჩამოვა, საქართველოში დახვდება პროტესტი იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, საქართველოში დახვდება ხელისუფლების პრინციპული პოზიციები, რომ შეასრულოს რუსეთის ფედერაციამ ვალდებულებები, საქართველოში დახვდება კონკრეტული დასკვნები და შეფასებები იმ საქმეების, სადაც ჩვენი მოქალაქეთა უფლებები მძიმედ ირღვეოდა, მკვლელობები, გატაცებები, უკანონო პატიმრობები და საქართველოში დახვდება ძალიან პრინციპული განცხადებები ჩვენი სახელისუფლო გუნდის მხრიდან“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)