|
2019-12-31 14:10:10, 3491 ნახვა
სამართალი
შს მინისტრის მოადგილემ უწყების ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მადლობის სიგელები გადასცა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ბუთხუზი სამინისტროს სსიპ-ის - ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრის მოადგილე აღნიშნული სამსახურის მუშაობის სპეციფიკას, ინფრასტრუქტურას და არსებულ გამოწვევებს გაეცნო. შეხვედრის მონაწილეებმა სამინისტროს სისტემური განახლების ფარგლებში დაგეგმილი, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის რეფორმა განიხილეს. შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ბუთხუზმა სამსახურის იმ ღვაწლმოსილ თანამშრომლებს, რომლებიც სამინისტროს 2020 წლიდან, პენსიის გამო ტოვებენ მადლობის სიგელები, საახალწლო საჩუქრები, ასევე, 4 თვის თანამდებობრივი სარგო გადასცა და ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი კიდევ ერთი წლით გაუგრძელა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის, სამინისტროს ხელმძღვანელების სახელით, მადლობა გადაუხადა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)