|
2019-12-30 10:35:24, 3595 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი გახარია: 2019 წელი იყო საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით
„წლევანდელი წელი იყო საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა 2019 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ,დღემდე საქართველოში მნიშვნელოვან პრობლემად ოკუპაცია რჩება. „დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20 პროცენტით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. მნიშვნელოვანია, თითოეულ ჩვენგანს გვახსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ, მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს, სამწუხაროდ ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარლად უმძიმესი მდგომარეობა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მძიმე გამოწვევებზე მოქალაქეებისა და საზოგადოების პასუხი არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, 70%-ზე მეტი, მხარს უჭერს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. „ჩვენი ქვეყნის, მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი ნაწილი, 70 პროცენტზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ესაა ის მიმართულება, რომელიც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი ჩვენს საგარეო პოლიტიკაში და რომელსაც რამდენი წელიც არ უნდა დასჭირდეს, საქართველოს თითოეული მოქალაქე თანმიმდევრულად გააგრძელებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი არის, ქართული ტრადიციებით, ქართული კულტურული იდენტობით მივაღწიოთ ევროატლანტიკური ინსტიტუტების სრულფასოვან წევრობას“ ,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)