07:41 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-28 18:18:17, 3064 ნახვა

პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ურმას რეინსალუ გამოეხმაურა.

როგორც მინისტრის „ტვიტერის“ საკუთარ გვედზე წერს, გაფრინდაშვილის გათავისუფლება საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შედეგია.

„საქართველოს მთავრობისა და საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევამ შედეგი გამოიღო. მე მოხარული ვარ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი გათავისუფლდა და საკუთარ ოჯახს დაუბრუნდა“, - წერს ურმას რეინსალუ.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავა. ოკუპანტები ექიმს ე.წ საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ, თუმცა გაფრინდაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებდა. 20 დეკემბერს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics