|
2019-12-28 11:06:51, 3775 ნახვა
სამართალი
2019 წელს უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა დაა სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2019 წლის 01 იანვრიდან დღემდე, უკანონო თევზჭერის 484 ფაქტი გამოავლინეს. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 162 ფაქტი შეიცავს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, უკანონო თევზჭერის ყველაზე მეტი - 98 ფაქტი იმერეთში დაფიქსირდა. „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამართალდარღვევის 59 ფაქტი გამოავლინეს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. შიდა ქართლში დაფიქსირდა უკანონო თევზჭერის 48 ფაქტი. მცხეთა-მთიანეთში - 47, აჭარაში - 43, კახეთში - 39, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 24, შავ ზღვაშიც - 24, გურიაში - 30, სამცხე-ჯავახეთში - 20, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში კი, თევზჭერის 3 ფაქტი გამოვლინდა. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, თბილისში გამოვლენილია უკანონო თევზჭერის 49 ფაქტი და მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს - 16. ჯამში, უკანონოდ მოპოვებული თევზის ოდენობამ 410 კგ-მდე შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)