|
2019-12-27 12:06:06, 2653 ნახვა
პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა
„პროტესტი გამიჩნდა იმიტომ, რომ ამ კაცს არ აინტერესებდა რატომ ვიყავით აქ მოსულები“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „პირველის“ დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ, რომელმაც ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა, „მთავარ არხთან“ საუბრისას განაცხადა. გრიგოლიას თქმით, ფინანსთა მინისტრმა თავად აღნიშნა, რომ ტელევიზიებზე ინკასოს დადება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. „ფინანსთა მინისტრმა თქვა, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. თქვა ისიც, რომ დააყენეთ ვისი პასუხისმგებლობის საკითხიც გინდათო, შესაბამისად დღევანდელმა ფინანსთა მინისტრმა ხელები შეაწმინდა მის წინაბორბედ გუნდს და ალბათ მივა მაქამდეც საქმე, რომ დადგება ოდესმე ვინმეს პასუხისმგებლობა“, - განაცხადა გრიგოლიამ. შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის, „TV პირველის“ და „კავკასიის“ ანგარიშებს ინკასო დაედო.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)