|
2019-12-26 18:27:28, 4137 ნახვა
სამართალი
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კიდევ 6 კანდიდატი აარჩია
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ვაკანტურ ადგილებზე პარლამენტისთვის წარსადგენი 6 კანდიდატი შეარჩია. შერჩეული კანდიდატები არიან: ილონა თოდუა - 10 ხმა; გენადი მაკარიძე - 10 ხმა; ნინო სანდოძე - 10 ხმა; პაატა სილაგაძე - 10 ხმა; გიორგი ტყავაძე - 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი - 10 ხმა. აღნიშნულ კანდიდატთა შერჩევა იმ 50- კაციანი სიიდან მოხდა, საიდანაც 20 კანდიდატი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს განსახილველად ზაფხულში წარუდგინა, საიდანაც პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში 14 გაამწესა. საბჭომ დღეს დარჩენილი 32- კაციანი სიიდან კიდევ 6 შეარჩია, რომელიც განსახილველად პარლამენტს წარედგინება. ვინაიდან, მოსამართლეობის კანდიდატებს უკვე გავლილი აქვთ გასაუბრება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, აღნიშნულ პროცედურას მოსამართლეები მხოლოდ პარლამენტში გაივლიან. იმ შემთხვევაში, თუ საკანონმდებლო ორგანოში კვლავ ვერ მოხდება აღნიშნული ვაკანსიების შევსება, კონკურსი ხელახლა გამოცხადდება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)