|
2019-12-25 15:15:36, 3227 ნახვა
სამართალი
ილია ჯიშკარიანი ჟურნალისტებს - რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ, აღიარებთ?
სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული ილია ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. როგორც ჯიშკარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, შედეგის მისაღებად სასამართლოს გადაწყვეტილებას უნდა დაველოდოთ. „სასამართლოს დაველოდოთ და მიიღებთ შედეგს. რაღაცას რომ დაგაბრალებენ, რას იზამთ თქვენ, აღიარებთ?” - განაცხადა ილია ჯიშკარიანმა. ცნობისთვის, ილია ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. სასამართლო პროცესი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გაიმართა. შეგახსენებთ, ახალგაზრდა ქალი, თამთა თოდაძე "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს გაუპატიურების მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამი მუხლით დაიწყო. პროკურატურამ თოდაძეს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)