|
2019-12-23 18:38:46, 2706 ნახვა
სამართალი
შს მინისტრმა ავსტრიის პოლიციის ატაშე მადლობის სიგელითა და მედლით დააჯილდოვა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცერი, კარლჰაინც გორტანო ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელითა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მედლით - „განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ - დააჯილდოვა. კარლჰაინც გორტანოს, რომელიც საქართველოში 2015 წლიდან არის მოვლენილი და თავის უფლებამოსილებას უახლოეს მომავალში დაასრულებს, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ორ ქვეყნას შორის მტკიცე და მეგობრული კავშირების ჩამოყალიბებაში. აღსანიშნავია მისი უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით ავსტრიული მხარისგან მიღებული მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, განსაკუთრებით შემდეგი მიმართულებებით: მასობრივ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებზე უსაფრთხოების გაძლიერება, სათხილამურო პატრულის განვითარება, საგანგებო სიტუაციების მართვის სფეროს გაძლიერება. კარლჰაინც გორტანოს საქართველოში საქმიანობის პერიოდში განსაკუთრებულად ეფექტიანი იყო საერთაშორისო სამართალდაცვით სფეროში ოპერატიული თანამშრომლობის ხარისხი. ასევე, აღსანიშნავია ავსტრიის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მეკავშირე ოფიცრის როლი და ჩართულობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის მდგრადობის უზრუნველყოფის პროცესში.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)