00:39 - 26 Jul, 2026
|
2019-12-23 13:29:33, 1907 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი: იმედი მაქვს, მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდზე ოპოზიცია კონკრეტული პასუხებით მოვა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაზე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ შეთავაზებაზე ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს. იუსტიციის მინისტრი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ოპოზიცია კონკრეტული პასუხებით მივა და დიალოგის ფორმატის ჩაშლას არ ისურვებს. „ვფიქრობთ, რომ ამ მოდელზე მათი მხრიდან დაფიქრება ღირს. დაველოდოთ მოლაპარაკების შემდგომ რაუნდს, სადაც იმედი მაქვს, რომ ისინი კონკრეტული პასუხებით მოვლენ და არ ისურვებენ ამ დიალოგის ფორმატის ჩაშლას მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად რადიკალიზმის მომხრეებად არიან ქცეულები და ჩვენ ამას ქუჩაშიც ვხედავთ“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)