|
2015-07-24 19:45:54, 336 ნახვა
პრეზიდენტის სასახლეში პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ დასკვნითი ცერემონია გაიმართა
დღეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში პროექტის „ვისწავლოთ ქართული“ დასკვნითი ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მარნეულის, გარდაბნის, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებმა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიებას პროექტის მსმენელები და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები ესწრებოდნენ. შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა დავით პატარაიამ სიტყვით მიმართა: „ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს ყველა ჩვენი მოქალაქის ინტეგრაცია და ჩაბმა ერთიან ქართულ, სახელმწიფოებრივ სივრცეში. სახელმწიფომ ყველას უნდა მისცეს თანაბარი შესაძლებლობების განხორციელების საშუალება. ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელიც კრავს ერთიანი სახელმწიფოს სხეულს. 1000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა აღნიშნულ პროგრამაში. ამ ტიპის პროექტები უნდა გაგრძელდეს მომავალშიც და საქართველოს პრეზიდენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეეცდება მსგავს ინიციატივებს კვლავაც შეუწყოს ხელი“,- განაცხადა დავით პატარაიამ. სიტყვით საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი წარდგა. მან პროექტის მნიშვნელობასა და მის აქტუალობაზე გაამახვილა ყურადღება. „თითოეული მოქალაქე უნდა იყოს ჩაბმული სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში. ენის ცოდნა არის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი, რომ ადამიანმა ამ პროცესის თანაზიარად იგრძნოს თავი. საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერით შეიქმნა სივრცე, სადაც ჩვენს თანამემამულეებს აქვთ შესაძლებლობა დაეუფლონ სახელმწიფო ენას“,- აღნიშნა სოფიო შამანიდმა. ღონისძიების ფარგლებში პროექტის ავტორების მიერ გადაღებული ფილმის ჩვენებაც გაიმართა, რომელშიც პროექტის მიმდინარე პროცესია აღწერილი. დასასრულს კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების გარდა, ღონისძიებას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ვლადიმერ პაპავა და მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით განხორციელდა საქართველოს ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის დაჩქარებული მეთოდით სწავლების პროგრამა, რომელიც ყველა მსურველისათვის უფასო იყო. პროექტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის თანამონაწილეობით განხორციელდა. სწავლებას უნივერსიტეტის პედაგოგები უძღვებოდნენ.
Global Finance-მა გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა
არაბთა გაერთიანებული საამიროები საქართველოს განიხილავს, როგორც სტრატეგიულ პარტნიორს - მინისტრი საიდ ბინ მუბარაქ ალ ჰაჯერი
კალაძე ოპოზიციას ისევ მოღალატეებს და მტრებს უწოდებს
ივანიშვილის წარმომადგენელს წილოსანს მიაჩნია, რომ სასქართველოში საწვავის ფასი არაა ევროპის ფასებზე მეტი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)