|
2019-12-23 11:01:39, 2540 ნახვა
სამართალი
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულ 4 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, ხოლო 1 პირი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა
ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 1 პირი - თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა. დაკავებულ პირებს: თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძეს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად 21 დეკემბერს წაუყენეს. ამასთან, ერთ-ერთ დაკავებულს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა. შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსაურდია 19 დეკემბერს, საკუთარ სახლთან დაჭრეს. მას ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, რის გამოც გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარდა. განზრახ მკვლელობის მცდელობის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით და 376-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. ამ საქმეზე 5 პირია დაკავებული. მომდევნო სასამართლო სხდომა 12 თებერვალს 13:00 საათზე გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)