|
2019-12-21 14:55:30, 2671 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია: „ფეისბუქის“ კვლევა იმის მტკიცებულებაა, თუ როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება
„ „ფეისბუქის“ ეს კვლევა არის იმის მტკიცებულება, თუ როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება“, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი გიგა ბოკერია კვლევას, რომლის მიხედვითაც „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში გააუქმა. ბოკერიას თქმით, ე.წ ტროლების გამოაშკარავებამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ფულს არა მხოლოდ ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, არამედ საქართველოს მტრის სასარგებლოდ ხარჯავდა. „ეს კვლევა, ფეისბუქთან ერთად ჩატარებული ამ ლაბორატორიის მიერ, რომელიც არსებობს ატლანტიკურ საბჭოსთან, არის იმის მტკიცებულება, როგორ მტრობდა საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, სამარცხვინო ლიდერის, ივანიშვილის მეთაურობით, როგორ ხარჯავდა ფულს არა მხოლოდ შუღლის, დაპირისპირების, სიბინძურის და ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, არამედ საქართველოს შიგნით თვისუფლების იდეის, თავისუფალი სამყაროს პროფანაციისთვის, ჩვენი ქვეყნის მტრის სასარგებლოდ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ „ფეისბუქმა“ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდი, ჯგუფი და ანგარიში გააუქმა. „ფეისბუქმა“ დაადგინა, რომ ამ კამპანიისთვის ყალბმა გვერდებმა ჯამში 316 000-ზე მეტი ამერიკული დოლარი დახარჯეს.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)