|
2019-12-20 15:52:36, 2849 ნახვა
სამართალი
ცოტნე გამსახურდიას ადვოკატი აცხადებს, რომ თავდასხმაში რამდენიმე პირი მონაწილეობდა
„ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე და ფაქტია, იქ იყო ორთაბრძოლა“, - ამის შესახებ ცოტნე გამსახურდიას ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ადვოკატის თქმით, არსებობს ბევრი საეჭვო გარემოება. „შემთხვევის ადგილის დათვალიერებიდანაც იკვეთება ის, რომ ეს არ იყო ჩვეულებრივი ჩხუბი, ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს ცოტნე და ფაქტია, რომ იქ იყო ორთაბრძოლა. იქ არის გარკვეული კვალი დარჩენილი და ამასთან დაკავშირებით მუშაობს საგამოძიებო ორგანოები“, - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი. ჟურნალისტის შეკითხვას, შესაძლებელია თუ არა გათიშული განათება იყოს ამ საქმესთან კავშირში და ეს იყოს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, გიგუაშვილმა უპასუხა და აღნიშნა, რომ სათანადო მტკიცებულებების არსებობამდე კონკრეტული შეფასება ვერ გაკეთდება. „ვერსიები, შესაძლოა ბევრი იყოს მაგრამ რეალურად სანამ არ გვექნება სათანადო მკიცებულებები, ვერც დაცვის მხარე, ვერც ოჯახი და ვერც სამართალდამცველი ორგანოები კონკრეტულ შეფასებას ვერ გააკეთებენ. მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ინტენსიურად გვაქვს კომუნიაცია საგამოძიებო ორგანოებთან. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მას არანაირი განსაკუთრებული პრობლემა არავისთან არ ჰქონდა“, - აღნიშნა ადვოკატმა.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)