|
2019-12-20 15:25:07, 10918 ნახვა
სამართალი
ე.წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა
ოკუპანტების მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, დავით ასათიანი ავრცელებს: „ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1წელი და 9 თვე. ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება“, - წერს დავით ასათიანი. წინა სხდომა 13 დეკემბერს შედგა. სხდომაზე საოკუპაციო რეჟიმის მოსამართლემ ექიმი ოკუპირებულ ტერიტორიაზე ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა. შეგახსენებთ, საოკუპაციო ძალებმა ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებიან. გაფრინდაშვილის ოჯახის ინფორმაციით, მისი ტყვეობაში დატოვების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)