07:21 - 07 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-12-20 13:04:39, 1637 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია - ხელისუფლების შემოთავაზება არასერიოზულია და ივანიშვილის გუნდში არსებულ რღვევას ადასტურებს

„ეს არასერიოზული შემოთავაზება ადასტურებს ივანიშვლის გუნდში არსებულ რღვევას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა წევრმა, გიგა ბოკერიამ ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, მმართველი გუნდის ე.წ კომპრომისული ვარიანტი მიუღებელია და თუ ხელისუფლება არ გადადგამს რეალურ ნაბიჯებს, ქვეყნის შიგნით გაგრძელდება პროტესტი და ქვეყნის გარეთ გაღრმავდება იზოლაცია.

„რა კომპრომისზეა საუბარი, ეს არასერიოზული შემოთავაზება ადასტურებს ივანიშვილის გუნდში არსებულ რღვევას. ეს წინადადება თამაშის წესს არსებითად არ ცვლის. თამაშის წესი უნდა შეცვლილიყო, რადგან პროპორციულობა არის აქ საკვანძო საკითხი, გარდა იმისა, რომ ნდობა არ გვაქვს და გაირკვა, რომ რესურსი ჰქონიათ საკონსტიტუციო ცვლილებების და ამის რესურსი თუ აქვთ, მაშინ „გერმანული მოდელი“ მიგვეღო.

ივანიშვილიც კი ხვდება როგორ მძიმე მდგომარეობაში არიან და ამიტომ ამ მანევრებს აკეთებენ, რომელიც არ არის სერიოზული, მაგრამ ეს აჩვენებს, რომ ნელ-ნელა ხვდებიან როგორ მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, თუ რეალურ ნაბიჯს არ გადადგამენ. ეს არ არის რეალური ნაბიჯი, მათ უნდა წაიღონ შეურაცხყოფა რაც ხალხს მიაყენეს. თუ ვერ მიხვდებიან, ქვეყნის შიგნით პროტესტი გაგრძელება და გარეთაც იზოლაცია გაღრმავდება, რასაც ხედავთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics