07:57 - 05 Nov, 2026
|
2019-12-19 12:47:49, 8300 ნახვა
სამართალი
15 წლის მოზარდის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა
15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამომძიებლისთვის ბრალის წარდგენა კავკასიის მედიცინის ცენტრში მოხდა, სადაც ამ დროისთვის დაკავებულია მოთავსებული. სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს. ცნობისთვის, 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. სწორედ გამომძიებლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობა სახელდება მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მთავარ მიზეზად. საქმეს ამ დროისთვის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური იძიებს და გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი, სსკ-ის 335-ე მუხლის საფუძველზე, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს, დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)