|
2019-12-19 10:28:54, 1456 ნახვა
პოლიტიკა
გახარია ლუკა სირაძის გარდაცვალებაზე: ტრაგიკული მოვლენის პოლიტიზირების დრო არ არის
„დღეს არ არის დროს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების“ -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რითიც 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა. პრემიერი დარწმუნებულია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს. „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, 15 წლის მოზარდის ტრაგიკული გარდაცვალების გამო. დარწმმუნებული ვარ, სახელმწიფო ისნპექტორის აპარატი სრულად გამჭვირვალედ და ღიად გამოიძიებს ამ საქმეს ისე, რომ არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი საზოგადოებაში. შესაბამისი დავალებები მიიღო ყველა უწყებამ, რომ სრულად ითანამშრომლონ სახელმწიფო ინსპექტორის გამოძიებასთან. მისივე თქმით, სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეფორმები უნდა ჩაატაროს. „ჩვენ ასევე უნდა გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები, უფრო სწრაფად და სისტემურად უნდა ვიმოქმედოთ მოზარდების მართლმსაჯულების მიმართულებით და უნდა გავცეთ კონკრეტული დავალებები შესაბამის უწყებებს. შსს-მ უნდა იზრუნოს მოზარდების დაკითხვების და სივრცის შევრცის თვალსაზრისით, განათლების სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად უნდა იზრუნოს მუდმივი და განგრძობადი კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით, ყველა იმ სახელმწიფო მოხელისთვის, რომელსაც შემხებლობა აქვს მოზარდებთან. ჯანდაცვის სამინისტრომ, სოციალური მიმართულლებით უნდა იზრუნოს იმ პრობლემებზე, რაც შეეხება იუსტიციის სამინისტროს, უნდა იზრუნოს მოზარდების საკანონმდებლო დაცვაზე. დღეს არ არის დროს ტრაგიკული მოვლენების პოლიტიზირების, დღეს არის დრო, კონკრეტული ნაბიჯების, რათა მსგავსი ტრაგიკული მოვლენები თავიდან ავირიდოთ“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
რუსთაველის გამზირზე მოასფალტების სამუშაოები დაიწყო
კახა კალაძე - საკონსტიტუციო სასამართლოს წარვუდგინეთ არგუმენტები, რომ კონკრეტული პარტიები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებენ
თვითმფრინავებზე ბომბის მუქარამ კვლავ იმოქმედა ევროპაში ათობით რეისზე
ხელოვნური ინტელექტის აქციების არჩევნების შემდგომმა ვარდნამ გლობალური ბაზრები მოიცვა
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)