|
2019-12-18 23:52:57, 1606 ნახვა
სამართალი
ბათუმში პოლიციელი დაჭრეს რომელსაც ოპერაცია ჩაუტარდა
ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, პოლიციელი კისრის არეში ცივი იარაღით დაჭრეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ. დაჭრილი პოლიციელი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. "ახლა შეიყვანეს საოპერაციოდ" - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა. შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები აცხადებენ, რომ პოლიციელს, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით მიაყენეს დაზიანება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ დააკავეს ერთი მამაკაცი, რომელიც ბათუმში პოლიციელს თავს დაესხა და ჭრილობა მიაყენა. გამოძიება სისხლის სამართლის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ომი უკრაინაში
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)